შენგელიას 13 ქულა და ცსკა-ს 8-ქულიანი გამარჯვება ლიონში

შენგელიას 13 ქულა და ცსკა-ს 8-ქულიანი გამარჯვება ლიონში
 

 

ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ, საფრანგეთში, ლიონ ვილერბანთან მორიგი გამარჯვება იზეიმა.  წინა მატჩების იოლად მოგების შემდეგ (ეფესი +35, ზენიტი +18) ცსკა-ს საფრანგეთში ცოტა გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ საწადელს მაინც მიაღწია. არმიელებმა ლიონს 9 ქულით მოუგეს – 87:78. აღსანიშნავია, რომ ცსკა-მ ევროლიგაზე ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 29:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ზუსტად ისროლა და 6-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ცსკა-ში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო 31 ქულით, ნიკოლა მიულუტინოვმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ჰილიარდის ანგარიშზე 11 ქულა იყო. ცსკა-ს 16-დან 13 მატჩი მოგებული აქვს და ევროლიგის ლიდერია. შენგელიას გუნდის მომდევნო მეტოქე მილანო იქნება, რომელსაც სტუმრად 30 დეკემბერს ეთამაშება.