შენგელიას 14 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება სარაგოსაში

შენგელიას 14 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება სარაგოსაში

ევროლიგაში ტურის საუკეთესოდ დასახელების შემდეგ თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა და მართალია, MVP-ი არ გამხდარა, თავის გუნდს დიდად დაეხმარა. “ბასკონიას” ქართველ კაპიტანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა: 21 წუთი, 14 ქულა, 9 მოხსნა 1 პასი.

რაც მთავარია,”ბასკონიამ” სტუმრად დამაჯერებლად დაამარცხა შერმადინისა და სანიკიძის ყოფილი გუნდი “სარაგოსა” – 98:74.

გიორგი შერმადინის “უნიკახამაც” სტუმრად გაიმარჯვა – მადრიდში, “ესტუდიანტესთან”, 72:57. 
ქართველ ცენტრს არ უთამაშია, ფეხი აწუხებს.