შენგელიას 14 ქულა და 8 მოხსნა 17 წუთში

შენგელიას 14 ქულა და 8 მოხსნა 17 წუთში

„შარლერუას“ 20 წლის ფორვარდი თორნიკე შენგელია ნბა-ს დრაფტისკენ წარმატებით მიიწევს. ანუ ქართველი ფორვარდი სტაბილურობას არ კარგავს და ყოველ მატჩში გამორჩეულია. სწორედ მისი შედეგიანობაა დრაფტზე წარმატების საწინდარი. საკუთარ კლუბში კარგად მოთამაშე კალათბურთელს ხომ დრაფტზე აყვანის დიდი შანსი აქვს.
ბელგიის ჩემპიონატში შენგელიამ მორიგი შედეგიანობა გამოიჩინა. სულ რაღაც 17 წუთში მან 14 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ეს მან თავის ყოფილ გუნდ „პეპინსტერთან“ გააკეთა, რომელიც „შარლერუამ“ სტუმრად 81:56 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ მისი 8 მოხსნა შარლერუელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2-ვე სამიანი ჩააგდო. ქართველი შედეგიანობით მეორე იყო. საუკეესო შედეგი „შარლერუას“ ემრიკელმა ლეგიონერმა კალებ გრინმა აჩვენა: 23 ქულა.
22 მოგებითა და 8 მარცხით შენგელიას გუნდი ბელგიის ჩემპიონატს ლიდერობს. 5 მაისს, რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, „შარლერუა“ „ლივენს“ შეხვდება.