მოსკოვის ცსკა-მ 30 ქულით წააგო. ესეთი რამ ათწლეულებში ერთხელ ხდება და დღეს არმიელები სტამბოლში 70:100 განადგურდნენ. თორნიკე შენგელიას გუნდის მეტოქე “ეფესი” გახლდათ, რომელსაც მრისხანე მეტოქის დაჩოქება არ გასჭირვებია.
აღსანიშნავია, რომ წაგებულთა რიგებში მხოლოდ შენგელიამ დააგროვა ათ ქულაზე მეტი, მან 24:16 წუთი ითამაშა და გუნდს 14 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით შეეშველა. მის ანგარიშზეა 1 ჩაჭრაც, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ჩააგდო თამაში ცსკა-ს ამერიკელმა ლიდერმა მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც მხოლოდ 5 ქულას მოუყარა თავი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ეფესის სერბი ლეგიონერი მიციჩი გახდა – 21 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი.
ეს შენგელიას გუნდის 9 მარცხი იყო 27 მატჩში. რაც თორნიკე დაბრუნდა, გუნდმა წაგებათა სერია შეწყვიტა და ზედიზედ 2 მატჩი მოიგო ევროლიგაზე, თუმცა სტმაბოლში ცსკა არ დაინდეს. ყველაზე დიდი წილი გამარჯვებაში სერბ ვასილე მიჩიჩს მიუძღვის, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.
წაგების მიუხედავად, ცსკა 18 გამარჯვებით მე-2 ადგილზეა. პირველზე ბარსელონაა (19 გამარჯვება), მესამეზე – ეფესი (17). 11 მარტს ცსკა ოლიმპია მილანოს (17 გამარჯვება, მე-4 ადგილი) მასპინძლობს.