შენგელიას 14 ქულა ვირტუსს კრემონეში მოსაგებად არ ეყო

შენგელიას 14 ქულა ვირტუსს კრემონეში მოსაგებად არ ეყო

იტალიის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიელები სტუმრად, ქალაქ კრემონეში “ვანოლის” შეხვდნენ და 10 ქულის სხვაობით – 83:93 დმარცხდნენ. 

ვირტუსმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდები ჩააგდო (14:25, 15:25), მსგავსი ჩამორჩენის აღმოფხვრა კი ბოლო პერიოდში ვეღარ მოახერხა.

თორნიკე შენგელია ამჯერად მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ იყო, მაგრამ თანაგუნდელთა შორის მაინც ყველაზე გამორჩეული გახლდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

ვირტუს ბოლონია სერია A-ს 5 მოგებით და 1 წაგებით ტრენტოსთან, ვენეციასა და ბრეშასთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 11 ნოემბერს, ტრევიზოს უმასპინძლებს.