შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის გამარჯვება რეჯანასთან

შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის გამარჯვება რეჯანასთან

თორნიკე შენგელიამ იტალიურ “ვირტუს ბოლონიაში” მე-4 მატჩი გამართა. მორიგი შეხვედრა მან იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის ეგიდით გამართა. ბოლონიელებმა რეჯანას უმასპინძლეს და 78:70 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 25 წუთში გუნდს 15 ქულა მოუტანა. ამ მაჩვენებლით თორნიკე მოედანზე მხოლოდ თანაგუნდელ კაილი უიმსს ჩამორჩა (26 ქულა).

ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაც. თორნიკემ თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 

ვირტუსს 19 მოგება და 3 მარცხი აქვს, ზუსტად ასეთივე შედეგი აქვს პირველ ადგილზე მყოფ ოლიმპია მილანოს. 3 აპრილს თორნიკე შენგელიას გუნდი პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ ტრიესტეს ესტუმრება.