შენგელიას 16 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება ათენში

შენგელიას 16 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება ათენში

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე მატჩი გამართა და მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფორვარდის დახმარებით ცსკა-მ ათენში „პანათინაიკოსს” შანსი არ დაუტოვა – 98:74.

შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 20 წუთში 16 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა ჰქონდა. მის პასივში 4 დაკარგვა იყო. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიცინტმაც ქულების მსგავსად 16 შეადგინა. 

არმიელთაგან უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჰქონდა – 17 ქულა და 26 სარგებლიანობის ინდექსი. 11 მოგებითა და 7 მარცხით ცსკა მე-7 ადგილზეა. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 14 იანვარს, მოსკოვში, ფრანგულ “ვილერბანთან” გამართავს.