ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ბოლონიაში პანათინაიკოსს უმასპინძლა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ბოლომდე ებრძოლა. სამწუხაროდ, ბოლონიელებს ძალები ბოლომდე არ ეყოთ და დასკვნით წუთებზე პანათინაიკოსმა გამარჯვება მოიპოვა – 82:77.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 31:21 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ცუდი იყო, რომ თოკოს პასივში 7 დაკარგვა ჰქონდა.
მასპინძელთა შორის ქართველ ფორვარდს შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ვილ კლაიბერნმა აჯობა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, პანათინაიკოსის რიგებში კი საუკეთესოები კენდრიკ ნანი (20 ქულა) და მატიას ლესორი (16 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ.
10 ტურის შემდეგ ვირტუსს მხოლოდ 2 მოგება აქვს და სერბულ პარტიზანთანა და გერმანულ ალბასთან ერთად ცხრილის ბოლო ადგილებს იყოფს. ბოლონიას მომდევნო მატჩი ისევ შინ ელის. შენგელიას გუნდი 20 ნოემბერს სტამბოლის ფენერბაჰჩეს მიიღებს.