ევროლიგაში ცენტრალური მატჩი შედგა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა ქართველი კალათბურთელი გახლდათ. თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის მე-10 ტურში ბარსელონას ესტუმრა და 10 ქულით დამარცხდა. ცსკა მეოთხე მეოთხედის წინ 7-ქულიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდი 13:30 წააგო და მატჩიც დათმო – 73:81.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 28:11 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 17 ქულას, 6 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ქართველ კალათბურთელს პირველ ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში შენგელიამ მოუმატა და 13 ქულა კიდევ ჩააგდო, თუმცა შეხვედრის MVP ნიკოლა მიროტიჩი გახდა, რომელმაც ცსკა-ს 21 ქულა ჩაუგდო.
10 ტურის შემდეგ ცსკა 10 ქულით მე-10 ადგილზეა, ბარსელონა 8 გამარჯვებით და 2 მარცხით პირველ ადგილს იკავებს.