შენგელიას 18 ქულა კატალონიურ გამარჯვებაში

შენგელიას 18 ქულა კატალონიურ გამარჯვებაში

ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” კატალონიაში 84:72 დაამარცხა “ბარსელონა”, ქართველი ფორვარდი კი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

23:55 წუთში შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, რაც შეივონ შილდსთან ერთად საუკეთესო შედეგია ბასკონიას რიგებში. თორნიკეს ანგარიშზე 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს, მეტ ჯენინგს არ უთამაშია. 

ბასკონია 29 თამაშიდან 22 მოგებით მესამე ადგილზეა, ბარსელონას და რეალს 23-23 მოგება აქვთ. ბასკონია კვირას, 30-ე ტურში მე-6 ადგილზე მყოფ მანრესას მასპინძლობს.