თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში და მისი გუნდის მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში. „ბასკონიამ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში „დინამო თბილისის“ მზლეველ „ხუვენტუტს“ უმასინძლა და 87:77 დაამარცხა. შენგელიამ დიდი შედეგიანობა გამოავლინა და თავისიანებს გამარჯვებაში დაეხმარა.
შენგელია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:35 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ფორვარდი მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მისმა გუნდმა კი 8 ტურში 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.“ბასკონიას” მომდევნო მატჩი 19 ნოემბერს სტუმრად ერთერთ აუტსაიდერ “სან პაბლო ბურგოსთან” ექნება.
