შენგელიას 19 ქულა და სტურად დამარცხებული “ბეტისი”

შენგელიას 19 ქულა და სტურად დამარცხებული “ბეტისი”

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა სოლიდური წილი დაიდო. ბასკონიელები სტუმრად “ბეტისს” შეხვდნენ და 42 ქულით – 106:62 გაანადგურეს. 

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბასკონიელთაგან საუკეთესო მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

“ბასკონია” მეორე ადგილზე გასასვლელად იბრძვის, რადგან პირველი გარანტირებული აქვს მადრიდის “რეალს”. 22 მოგებითა და 9 წაგებით “ბასკონია” და “ბარსელონა” 2-3 ადგილებს იყოფენ. დარჩნილია 3 ტური, რის შემდეგაც პლეი ოფი დაიწყება.