შენგელიას 20 ქულა, გამარჯვება ბერლინში და 2000 საკარიერო ქულა

შენგელიას 20 ქულა, გამარჯვება ბერლინში და 2000 საკარიერო ქულა

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მორიგი მატჩი გერმანიაში გამართა და გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ბერლინში გაიმართა, სადაც არმიელებმა ადგილობრივი “ალბათ” დაძაბულ ბრძოლაში – 71:68 დაამარცხეს.

ცსკა-მ, რომელსაც ლიდერი მაიკ ჯეიმსი აკლდა, დაძაბულ ბრძოლაში თორნიკეს წყალობით მოიგო, რომელიც ბოლო წუთებზე შეუჩერებელი იყო. შენგელიამ 26:09 წუთი ითამაშა და გუნდს 20 ქულა მოუტანა (2 სამქულიანი ჩააგდო). მის ანგარიშზეა 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაც. შენგელიას არმიელთა შორის საუკეთესო  შედეგი ჰქონდს. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტის 21 შეადგინა. ნიკოლა მილუტინოვმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 10 ქულა, 11 მოხსნა. 

შენგელიამ მიმდინარე ევროლიგაში პირველად მიაღწია – 20-ქულიან ზღვარს. მარგი ქმედების კოეფიციენტი (21) მისთვის ასევე უმეტესია. კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ევროლიგაში 2 000 ქულას უწია. 

16 მოგებითა და 6 მარცხით ცსკა იდენტური შედეგის მქონე ბარსელონასთან 1-2 ადგილებს იყოფს. შემდეგ მატჩს არმიელები მოსკოვში, 29 იანვარს, მიუნხენის ბაიერნთან გამართავენ.