შენგელიას 20 ქულისა და 10 მოხსნის მიუხედავად ვირტუსმა ბრეშაში ქულით წააგო

შენგელიას 20 ქულისა და 10 მოხსნის მიუხედავად ვირტუსმა ბრეშაში ქულით წააგო

თორნიკე შენგელიას გამორჩეული შედეგიანობა და მისი ვირტუსის დასანანი მარცხი სერია A-ში. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლონიური კლუბი სტუმრად “ბრეშას” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 97:98 დამარცხდა. 

ვირტუსის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლიც მიითვალა თორნიკე შენგელიამ. მან 32 წუთში 20 ქულას, 13 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. თოკომ 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, მან ბურთის ჩაგდება პერიმეტრიდან ოთხჯერ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ შენგელიამ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მაგრამ დიდ შესვენებამდე ვირტუსმა წინ გასვლა 5 ქულით მოახერხა. ბოლო პერიოდამდე ბოლონიელებმა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს, თუმცა, ბრეშამ თამაში მაინც გადაარჩინა და საბოლოო ჯამში, 1 ქულით მოიგო.

მასპინძლების მხრიდან საუკეთესო 24 ქულით ჯეისონ ბერნელი იყო, 22 ქულა კი ნიკოლა ივანოვიჩს ჰქონდა.

ვირტუსს 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და ამ შედეგით მეორე ადგილს ტრაპანისთან და ბრეშასთან ერთად იყოფს. მომდევნი ტურში, 8 დეკემბერს შენგელიას გუნდი ოლიმპია მილანოს დაუპირისპირდება.