შენგელიას 22 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება ესპანეთის ჩემიონატში

შენგელიას 22 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება ესპანეთის ჩემიონატში

თორნიკე შენგელია ძველებურ ფორმას დაუბრუნდა და გულშემატკივარს ჩვეულად შედეგიანი თამაში წარმოუდგინა. მისმა “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ფუენლაბრადას” სძლია ადა ამაში ლომის წილი ქართველი ფორვარდის გახლდათ. თორნიკე შენგელიამ MVP-ის ტიტული დაიმსახურა მატჩში, რომელშიც ბასკონიელებმა “ფუენაბრადა” 101:92 დაამარცხეს. 

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:54 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (1 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
შენგელიამ 10-დან 7 ორქულიანი, სამქულიანი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, არადა, ამ ბოლო პერიოდში, უკანასკნელ კომპონენტში, ქართველ ლეგიონერის ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა.
თორნიკემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა. შედეგად, ბასკონიელთა კაპიტნის სარგებლიანობის კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა და ის 29-ე ტურის საუკეთესო კალთბურთელიც გახდებოდა, რომ არა ასკია ბუკერის დიდებული გარჯა.“მურსიას” ამერიკელმა ლიდერმა “მანრესასთან” საგარეო შეხვედრაში 9 სამქულიანი ჩააგდო, 40 ქულა მიითვალა, მისი სარგებლიანობის მაჩვენებელი კი 38 იყო.

“ბასკონიამ” 21 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ამასთან, ლიდერ “ბარსელონას” მხოლოდ 2 მოგებითღა ჩამორჩება, ხოლო “რეალს” – ერთით.