შენგელიას 23 ქულა, MVP-ის ტიტული და სტამბოლში დამარცხებული “ეფესი”

შენგელიას 23 ქულა, MVP-ის ტიტული და სტამბოლში დამარცხებული “ეფესი”

თორნიკე შენგელიას ლიდერობით ცსკა-მ სტამბოლში ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი “ეფესი” დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა არმიელებს 23 ქულით ულიდერა და მატჩის საუკეთესო ხომ გახდა, განაცხადი ტურის MVP-ის ტიტულზეც გააკეთა.

შენგელიამ ბოლო წამებზე, როდესაც მის გუნდს შეტევაში ქულების მოპოვება გაუჭირდა და 11-ქულიანი უპირატესობა გაანიავა, ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ჩააგდო. საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე, როდესაც ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო, ფარქვეშ შესულმა კლაიბერნმა ბურთი ააცილა, შენგელიამ მოხსნა და კალათში ჩააბრუნა – 97:93. საფინალო ანგარიშიც თოკოს ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ დაფიქსირდა. საბოლოოდ ცსკა-მ მასპინძელ “ეფესს” 100:96 სძლია. 

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32:29 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 8-დან  საჯარიმო ჩააგდო. მისმა მონაგარმა მთლიანობაში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შეადგინა. თორნიკემ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს, მასზე კი მეურვეებმა 5-ჯერ დაარღვიეს წესები.

საბოლოოდ შენგელიამ სარგებლიანობის ინდექსი 29-ამდე აიყვანა, რაც ჯერჯერობით ჩატარებულ ევროლიგის ტურის თამაშებში საუკეთესო შედეგია.