შენგელიას 25 ქულის მიუხედავად ბასკონია ტენერიფეში დამარცხდა

შენგელიას 25 ქულის მიუხედავად ბასკონია ტენერიფეში დამარცხდა

თორნიკე შენგელიას მორიგი გამორჩეული მატჩი “ბასკონიაში”, რომელიც მოგებით ვერ დაფასდა. ბასკური გუნდის ქართველმა კაპიტანმა დიდებულად ითამაშა ტენერიფეში, თუმცა თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და გამარჯვება მასპინძელ “იბეროსტარს” დარჩა – 86:74.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე გამოსვლისთანავე იკისრა ლიდერის ფუნქციები და მატჩის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და  8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 25 ქულას შენგელიამ 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ქართველი ლეგიონერის ეფექტურობის ინდექსმა მატჩში უმეტესი 28 ერთეული შეადგინა. შენგელიას შემდეგ ბასკონიელთაგან შედეგიანობით როდრიგ ბობუა მოდის 12 ქულითა და 4 მოხსნით. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, ტენერიფელებს 17 ქულითა და 5 მოხსნით ტიმ აბრომაიტისმა ულიდერა. 

“ბასკონიას” 9 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და ცხრილში 5-8 ადგილებს ანალოგიური შედეგის მქონე გუნდებთან – “უნიკახასთან”, “გრან კანარიასთან” და “ტენერიფესთან” იყოფს. შემდეგ ტურში, რომელიც 21 იანვარს გაიმართება, “ბასკონია” “რეალ ბეტისს” უმასპინძლებს.