შენგელიას 3 ქულა ბოლო საგამოფენო მატჩში

შენგელიას 3 ქულა ბოლო საგამოფენო მატჩში

„ბრუკლინ ნეთსმა“, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია იცავს, ნბა-ს სეზონის დაწყებამდე ბოლო საგამოფენო მატჩი გამართა. ბრუკლინელებმა „ნიუ იორკს“ უმასპინძლეს და დამატებით დროში – 97:95 დამარცხდნენ. 1 ნომნერს ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში ბრუკლინელები სწორედ „ნიუ იორკს“ უმასპიძლებენ.
შენგელია სათადარიგო იყო და 11,43 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 4 სროლიდან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორიანი კი ააცილა. თორნიკემ კარგად იმუშავა ფარზე და საბოლოოდ 5 მოხსნა დააგროვა. სათადარიგოთაგან საუკეთესო მარშონ ბრუკსი გახლდათ 11 ქულით, მირზა ტელეტოვიჩმა კი 17 წუთში 4 ქულა მოაგროვა, ტაიშონ ტეილორმა – 10.
ხუთეულის წევრთაგან და საერთოდ ბრუკლინელთაგან საუკეთესო დერონ უილიამსი იყო, რომელმაც თავი 22 ქულას მოუყარა. სასტარტოელთაგან მეტმა ვერავინ მიაღწია 10-ქულიან ზღვარსაც კი.
26 ოქტომბერს ბოლო საგამოფენო მატჩს გამართავს ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“, თუმცა როგორც პრესაში დაიწერა, ქართველი ცენტრი კოჭის მცირე ტრავმის გამო დეტროიტში არ ითამაშებს. რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში, 2 ნოემბერს, ატლანტელები „ჰიუსტონს“ უმასპინძლებენ.