შენგელიას 39 ქულა ნბა-ს განვითარების ლიგაში

შენგელიას 39 ქულა ნბა-ს განვითარების ლიგაში

თორნიკე შენგელია ნბა-ს განვითარების ლიგაში დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში შთამბეჭდავად ითამაშა.  ქართველი ფორვარდი „ბრუკლინის“ სატელიტ გუნდ „სპრინგფილდის“ შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა და “red claws” წინააღმდეგ 39 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა.
 
შენგელია ბრუკლინელთა განაცხადში ვერ ხვდებოდა. მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი ბოლო 6 მატჩში განაცხადს მიღმა დატოვა და ამის შემდეგ მისი „D ლიგაში“ გაშვება გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ შენგელიამ განვითარების ლიგაში 2 თვის წინ 1 მატჩი ჩაატარა და სამმაგი დუბლით თავი გამოიჩინა, რის შემდეგაც „ბრუკლინში“ დააბრუნეს, მაგრამ მოედანზე ისვიათად ჩნდებოდა.
 
შენგელიამ განვითარების ლიგის მატჩში 45 წუთი ითამაშა და მის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ქართველმა ფორვარდმა ოროვე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, „სპრინგფილდმა“ მეტოქე 123:115 დაამარცხა.
 
VIDEO: http://www.nba.com/dleague/games/20130124/MNESPG/gameinfo.html