შენგელიას 7 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება კაუნასში

შენგელიას 7 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება კაუნასში

ევროლიგის გათამაშებაში გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი, თორნიკე შენგელია იცავს. შეხვედრა კაუნასში გაიმართა და არმიელთა გამარჯვებით – 87:78 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:24 წუთში გუნდს 7 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. მატჩში საუკეთესო სტუმართა გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი იყო 27 ქულით. სწორედ მაიკ ჯეიმსის სამქულიანმა გადაწყვიტა თამაშის ბედი ბოლო წუთზე.

6 მოგებითა და 3 მარცხით ცსკა 18-გუნდიან ევროლიგაში მე-3 ადგილზეა და მომდევნო ტურში მეორეზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” 19 ნოემბერს ეთამაშება.