შენგელიას 7 ქულა კონკურენტთან წაგებულ შეხვედრაში

შენგელიას 7 ქულა კონკურენტთან წაგებულ შეხვედრაში

თორნიკე შენგელიას გუნდმა ბელგიის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში დაკარგა პირველობა და საბოლოოდ მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. თუმცა არსებობს იმის შანსი, რომ „შარლერუამ“ პირველი დგილი დაიკავოს და მომავალ პლეი ოფში ყველა მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ჰქოდეს. დარჩენილია 2 მატჩი, რომელშიც ცხრში შედარებით დაბლა მყოფი გუნდები თამაშობენ. თუკი „ანტვერპენი“ „მონსს“ მოუგებს, ამ გუნდს „შარლერუასა“ და „ოსტენდეს“ დარად 23 მოგება და 9 მარცხი ექნება და სწორედ ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით განაწილდება I-II და III ადგილები. სწორედ „ოსტენდესთან“ ჩაატარეს რეგულარულის ბოლო მატჩი შარლერუელებდა და საკუთარ მოედანზე 63:68 დამარცხდნენ.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, შენგელიამ შედარებით მოკრძალებულად ითამაშა. მოედანზე გატარებულ 15 წუთში თორნიკემ 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. შარლერუელთა ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სხვა დისტანციებიდან ასპროცენტიანი იყო: 2-დან 2 საჯარიმო და 1-დან 1 სამქულიანი.
პლეი ოფში 9 გუნდიანი ჩემპიონატიდან 8 საუკეთესო გადის. მეოთხედფინალები სტარტს 14 მაისს აიღებს. შენგელიას გუნდის მეტოქე კი დღეს, გვიან ღამით გამოვლინდება, მას სემდეგ, რაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩი გაიმართება და სატურნირო ცხრილი საბოლოო სახეს მიიღებს.