შენგელიას 8-იანები და გამარჯვება კოკოშკოვის ფენერბაჰჩესთან

შენგელიას 8-იანები და გამარჯვება კოკოშკოვის ფენერბაჰჩესთან

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სტუმრად ოვერტაიმში დაამარცხა საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნიკი ფენერბაჰჩე. შეხვედრის ძირითადი დრო 68:69 დასრულდა, დამატებით 5-წუთეულში კი სრმიელეა 78:77 იმარჯვეს.

ქართველმა ფორვარდმა 26:03 წუთი ითამაშა და ცოტა ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 8 ქულა და 8 მოხსნა. მის ანგარიშზე დაგროვდა ასევე 1 პასი და 2 ჩაჭრა. თორნიკემ ოთხივე სამქულიანი ააცილა და ბურთი ორჯერ დაკარგა. ცსკა-ს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, შემდეგ ტურში კი ბერლინის ალბას (16 ოქტომბერი) მასპინძლობს.