თორნიკე შენგელიას ვირტუსმა იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა 27-ე ტურში კრემონას უმასპინძლეს და 8 ქულის სხვაობით – 93:85 დაამარცხეს.
ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
შეხვედრა კრემონას უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი სტუმრებმა 4 ქულით მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ, მესამე პერიოდშივე ვირტუსმა წინ გასვლა მოახერხა – ბოლონიელები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 4 ქულით იგებდნენ. მეოთხე პერიოდში კრემონამ მატჩის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში, 8 ქულით დამარცხდა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ბოლონიელი მარკო ბელინელი იყო, რომელსაც 21 ქულა დააგროვა, კრემონას მხრიდან კი, პოლ ებუა გამოირჩა 17 ქულით.
ვირტუსი სერია A-ში მე-2 ადგილზეა და რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ სამი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. ვირტუსი 21 აპრილს რეჯიანას უმასპინძლებს, მანამდე კი, ევროლიგის პლეი ინში ანადოლუ ეფესს შეხვდება.