შენგელიას 8 ქულა და ბასკონიას გამარჯვება მოსკოვის ხიმკისთან

შენგელიას 8 ქულა და ბასკონიას გამარჯვება მოსკოვის ხიმკისთან

ევროლიგაზე 21-ე მატჩი გამართა და მე-8 გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. მისი მოწინააღმდეგე რუსული “ხიმკი” იყო, რომელმაც შეხვედრა მშვენივრად ჩაატარა, ბოლო წუთებამდე წინაც იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე ბასკონიელებმა გამოიჩინეს და 83:79 გაიმარჯვეს.

თორნიკემ შეხვედრა მშვენივრად დაიწყო, პირველ პერიოდში 6 ქულა მოაგროვა, თუმცა დარჩენილ დროში ქულათა მარაგი მხოლოდ 2-ით შეივსო და საბოლოო სტატისტიკა ასეთი ჰქონდა: 25 წუთი, 8 ქულა (4/2 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.

ბასკონია მე-14 ადგილზეა და ევროლიგის მომდევნო ტურში, 30 იანვარს ოლიმპიაკოსს ესტუმრება.