შენგელიას 9 ქულა და ვირტუსის გამარჯვება ევროლიგაში

შენგელიას 9 ქულა და ვირტუსის გამარჯვება ევროლიგაში

ბოლონიურმა ვირტუსმა, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა ბოლონიაში ბერლინის ალბას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 85:79 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა ვირტუსის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:15 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ სამქულიანი ერთხელ ისროლა და ჩააგდო, მისი 6 ორქულიანიდან კი ზუსტი 2 აღმოჩნდა, ხოლო 3 საჯარიმოდან – 2. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო 16 ქულით კაილ უიმსი იყო.

ვირტუს ბოლონიას ევროლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ტურნირში მომდევნო თამაშს 16 დეკემბერს, თელ ავივის მაქაბისთან გამართავს.