შენგელიას “ანდორასთან” მოგებულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

შენგელიას “ანდორასთან” მოგებულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

თორნიკე შენგელიას წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. მისმა “ბასკონიამ” 27-ე ტურში “მორაბანკ ანდორას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 84:82 იმარჯვა, ქართველი ფორვარდი კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:19 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას საერთო სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ბასკონიელთაგან უმაღლესი მაჩვენებელი გახლდათ.

“ბასკონიამ” 20 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და “ბარსელონასა” და “რეალის” კვალად მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 აპრილს, შინ, “ფუენლაბრადასთან” ჩაატარებს. მანამდე, 16 აპრილიდან შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგის მეოთხედფინალში, მოსკოვის ცსკა-სთან სერიაში ჩაებმებიან.