შენგელიას “ბასკონიამ” ბურჯანაძის “გიპუზკოას” მოუგო

შენგელიას “ბასკონიამ” ბურჯანაძის “გიპუზკოას” მოუგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ქართველი კალათბურთელების გუნდები შეხვდნენ. ბრძოლა მხოლოდ პირველ ნახევარში შედგა, საბოლოოდ კი თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” 85:66 დაამარცხა ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა”.

არც ერთი ქართველი კალათბურთელი სასტარტო 5-ეულში არ ყოფილა. თორნიკე შენგელიამ 20 წუთში გუნდს 13 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ბურჯანაძემ 18 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება შენგელიას თანაგუნდეს და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს მეტ ჯენინგს 21 წუთში 5 ქულა მიითვალა.

„ბასკონია“ ორი მოგებით და ერთი წაგებით მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბურჯანაძის გუნდი სამი წაგებით ბოლო ადგილზეა.