შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგაში “ვალენსიას” უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო

შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგაში “ვალენსიას” უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის პლეი ოფში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ვიტორიელებმა 25-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თანამემამუე “ვალენსიას” მოუგეს – 81:71.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სათადარიგო იყო და მოედანსე 21:49 წუთი გამოჩნდა, რა დროშიც 7 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ბასკონიელთა რიგებში საუკეთესო ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი იყო 19 ქულითა და 7 პასით, გერმანელმა იოჰანეს ვოიგტმანმა 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ფრანგმა ვინსენ პუარემ კი 10 ქულას 12 მოხსნა წაამატა.
“ბასკონიამ” 12 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და კვლავაც 1 გამარჯვებით ჩამორჩება მე-8 ადგილზე მყოფ თელ ავივის “მაკაბის”, რომელმაც სტამბულში “ანადოლუ ეფესს” 94:81 სძლია.

შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი 15 მარტს, შინ, კაუნასის “ჟალგირისთან” ელის, “მაკაბი” კი რუსულ “ხიმკის” დაუხვდება, რომელმაც გუშინ მოულოდნელად – 77:86 წააგო იტალიურ “მილანთან”.