შენგელიას ბასკონიამ სან სებასტიანში ბურჯანაძის დელტეკო დაამარცხა

შენგელიას ბასკონიამ სან სებასტიანში ბურჯანაძის დელტეკო დაამარცხა

ესპანეთში ქართული დერბი შედგა. სან სებასტიანში ერთამენთს ბექა ბურჯანაძის “დელტეკო” და თორნიკე შენგელიას “ბასკონია” შეხვდნენ. მატჩი ბასკურმა გუნდმა 10 ქულით – 87:77 მოიგო და ლიდერთა შორის პოზიცია გაიმყარა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. ბურჯანაძემ 26:06 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 11-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მხოლოდ 2 ერთეული შეადგინა.

შენგელიამ მოედანზე 25:25 წუთი გაატარა და ის ბასკონიელთაგან საუკეთესო იყო. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი მანაც ააცილა. 13 ქულასთან ერთად შენგელიამ 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 20 შეადგინა, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ.

24 მოგებითა და 7 მარცხით “ბასკონია” ესპანურ ლიგაში მესამე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ბარსელონასა და რეალს.  ბურჯანაძის გუნდს კი 31 მატჩში მხოლოდ 10 მოგება აქვს და გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. დასკვნით 3 ტურში სანსებასტიანელებს დიდი ბრძოლა ელით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.