შენგელიას დებიუტი ამერიკულ კალათბურთში

შენგელიას დებიუტი ამერიკულ კალათბურთში

თორნიკე შენგელიას დებიუტი „ბრუკლინ ნეთსის“ შემადგენლობაში. 20 წლის ქართველმა, რომელიც „ნეთსმა“ დრაფტზე 54–ე ნომრად აიყვანა, ორლანდოს საზაფხულო ლიგის მატჩში ითამაშა. თორნიკემ „ორლანდოსთან“ 88:92 წაგებულ მატჩში 17:43 წუთს ითამაშა.
 
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, შეცვლაზე შესულმა კი თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, ორი საჯარიმო კი ზუსტად სტყორცნა. ორ ქულასთან ერთად, თორნიკემ 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ბურტი კი ერთხელ დაკარგა.
 
მართალია, პირადი მონაგარი შთამბეჭდავი არ ჰქონია, მაგრამ ქართველი ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში ”ნეთსმა” მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო, ეს კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“ბრუკლინის” რიგებში შესაბამისად 18, 17 და 16 ქულა მიითვალეს ალ ტორნტონმა, ტაიშუან ტეილორმა და კარლტონ სკოტმა, “მეჯიქის” მხრიდან კი ორმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა: ენდრიუ ნიკოლსონი – 24 ქულა, 12 მოხსნა, მაალიკ უეინსი – 11 ქულა, 10 პასი.
განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ტორინ გრინი. მარკიზ ჰეინსიც ორლანდოს საზაფხულო ლიგაზეა, „ოკლაჰომა სითის“ შემადგენლობაში,  თუმცა მოედანზე არც ის გამოჩენილა. საზაფხულო ლიგის პირველ შეხვედრაში ოკლაჰომელები “ბოსტონ სელტიქსთან” 65:73 დამარცხდნენ.10 ივლისს, შენგელიას “ბრუკლინ ნეთსი” სწორედ ბოსტონელებს დაუპირისპირდება
 
შენგელიას გუნდი  ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე  კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებს.