შენგელიას დებიუტი მოსკოვის ცსკა-ში რუნასთან ამხანაგურ მატჩში შედგა

შენგელიას დებიუტი მოსკოვის ცსკა-ში რუნასთან ამხანაგურ მატჩში შედგა

თორნიკე შენგელიას დებიუტი მოსკოვის ცსკა-ში ამხანაგურ მატჩში შედგა, ქართველის კლუბმა რუნას 35 ქულის სხვაობით მოუგო – 102:67.

ფარქვეშ სწორედ თოკო და კიდევ ერთი ახალწვეული მილუტინოვი დომინირებდნენ. შენგელიას ანგარიშზე 14 ქულაა (თამაშიდან 6 სროლიდან 5 ჩააგდო), 3 მოხსნა და 4 პასია. ცსკა-ს მორიგი ამხანაგური მატჩი 29 აგვისტოს აქვს, მოსკოვის მბა-სთან.