შენგელიას გუნდმა მილანში წააგო

შენგელიას გუნდმა მილანში წააგო

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მე-9 ტურში მილანში “ემპორიო არმანისთან” 53:88 განადგურდა. „შარლერუამ“ აპენინელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით დამარცხდა.,
 
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22:46 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო.
 

 
ბელგიელთა მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი (12 ქულა, 5 მოხსნა) ანდრე რედიკს ჰქონდა, მასპინძელთაგან კი ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი (12 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა.
 
შარლერუელებს ცხრა ტურში ორი გამარჯვება დარჩათ და ისინი ჯგუფში ჩარჩნენ. შენგელიას კლუბი ევროლიგაში ბოლო მატჩს 22 დეკემებერს, შინ, თელ-ავივის “მაკაბისთან” ჩაატარებს, რომელთანაც პირველ წრეში, ისრაელში 59:69 წააგო.
დღეს, მე-9 ტურის მატჩს გამართავს გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის “ კანტუც”. იტალიური გუნდი, რომელსაც საუკეთესო თექვსმეტეულში მოხვედრა უკვე განაღდებული აქვს, პირეოსში ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” შეხვდება.