შენგელიას ხუთეული და ცქიტიშვილის ოთხიანები

17 წლის თორნიკე შენგელია ესპანური პრიმერადივიზიონის „პამესას“ ხუთეულში გამოჩნდა. მას დაუფასდა წინა ტურში თავის გამოჩენა და  ვალესნიელთა მწვრთნელმა გუშინ შენგელია თავიდანვე გაიყვანა ოედანზე, როცა მისი გუნდი სტუმრად „მანრესას“ ეთამაშებოდა.
თორნიკეს სათამაშოდ „პამესაში“ რეკორდულად ბევრი, 16 წუთი ებოძა, რის განმავლობაშიც მან 3 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, რომელსაც ერთი ზუსტად შესრულებული საჯარიმო მოაყოლა.
თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, რომელიც ბოლო წამებზე  ვალენსიელთა წაგებით, 73:74 დასრულდა.
რაც შეეხებათ პრიმერადივიზიონში მოთამაშე საქართველოს ნაკრების დანარჩენ წევრებს, შენგელიას გარდა კიდევ ერთმა – ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ითამაშა. ტაირონ ელისის „კახასოლი“ ისვენებდა, ხოლო ვლადიმერ ბოისა „მენორკას“ განაცხადში არ გამოჩენილა – სავარაუდოს, ტრავმის გამო.
ცქიტიშვილის გუნდის მეტოქე „ბარსელონა“ იყო და შეხვედრა კატალონიაში გაიმართა. სწორედ „ბარსასთან“ შედგა ნიკას საამსეზონო დებიუტი პრიმერადივიზიონში და მაშინ ქართველმა ფორვარდმა 23 ქულიT გამოიჩინა თავი. ამჯერად ცქიტიშვილი მოკრძალებული იყო და „ფუენლაბრადას“ 4 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. საკუთრივ შეხვედრა ერთობ დაძაბული გამოდგა და ფუენლაბრადელებმა მხოლოდ ბოლოსღა დათმეს შეხვედრა – 91:95.
 

 
მანრესელი სერჟ იბაკა
შენგელიას (მარჯვნივ) გასცდა