შენგელიას 15 ქულა, 8 მოხსნა და MVP-ის ტიტული ბრძოლაში მოგებულ შეხვედრაში

შენგელიას 15 ქულა, 8 მოხსნა და MVP-ის ტიტული ბრძოლაში მოგებულ შეხვედრაში

იტალიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. მისი ვირტუსი სტუმრად სკაფატის შეხვდა და დაძაბულ ბრძლაში – 83:81 რომ მოუგო, ქართველი ფორვარდის დიდი დამსახურებაა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მასზე მეტი – 16 ქულა მხოლოდ მილოშ თეოდოსიჩმა ჩააგო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო და მან MVP-ის ტუტულიც დაიმსახურა.

ვირტუსს 21 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და სერია A-ს ლიდერობს.