შენგელიას მორიგი ხუთეული და წარმატებული თამაში

შენგელიას მორიგი ხუთეული და წარმატებული თამაში

თორნიკე შენგელიამ მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა „შარლერუაში“. ბელგიის ჩემპიონატი სმორიგ ტურში შარლერუელებმა „ანტვერპერ ჯაიანთსს“ უმასპინძლა და 72:65 დაამარცხა. 20 წლის ქართველი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში  იყო და გამარჯვებაში თავისი, არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
 
მოედანზე გატარებულ 23 წუთში შენგელიამ 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 6 ცდიდან თოკომ 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 8 სროლიდან 6 გაარტყა მიზანში. „შარლერუას“ მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ჰილი (14), გრინი (14) და ბეგინი (11) გადასცდნენ, ანტვერპენელებს კი 16 ქულით ბლეკმა ულიდერა.
 
ორიდან 2 გამარჯვებით „შარლერუა“ პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურს სტუმრად, 15 ოქტომბერს, „დექსია მონსთან“ ჩაატარებს.