თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში. ქართველი ფორვარდი მოსკოვის ცსკა-ს ბერლინში, “ალბას” დამარცხებაში დაეხმარა. არმიელებმა სტუმრად გამართული შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 93:90 მოიგეს.
შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 82:82 იყო, თორნიკემ ჩვეული დრიბლინგით ორქულიანი ჩააგდო, ერთ წუთში კიდევ ერთი ორიანი მიაყოლა და მისი გუნდი 89:84 დაწინაურდა. დარჩენილ დროში გერმანელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს.
შენგელიამ 24 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. მისმა თანაგუნდელმა, გერმანელმა იოჰან ვოიტმანმა 16 ქულა ჩააგდო. „ალბადან“ შეუჩერებელი იყო მაოდო ლო – 26 ქულა.
„სადაო გდებიდან დაწყებული, ბოლო წამებამდე მძიმე თამაში იყო. „ალბამ“ კარგად ითამაშა, ჩვენს აგრესიას აგრესიითვე უპასუხა. თუმცა, მჯერა – დღეს ჩვენ უკეთესები ვიყავით“, – ასეთი იყო თორნიკე შენგელიას მატჩისშემდგომი კომენტარი.
ცსკა-ს 10 მოგება, 6 წაგება აქვს და სამ გუნდთან ერთად მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.