შენგელიას ორმაგი დუბლი გამარჯვებით არ დაუფასდა

შენგელიას ორმაგი დუბლი გამარჯვებით არ დაუფასდა

თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ევროლიგაში. მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა შედეგიანობის მხრივ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა გარჯა გამარჯვებით არ დაუფასდა. არმიელებმა საკუთარ მოედანზე, მილანის “არმანი იქსჩეინჯთან” 76:84 წააგეს.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 33:55 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი დააგროვა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მატჩში ყველაზე მეტი – 33 შეადგინა.

29 ტურის შემდეგ 18 მოგებით ცსკა მე-3 ადგილზეა, ბარსელონასა (20 მოგება) და მილანის (19) შემდეგ. ეს რუსული კლუბის ზედიზედ მეორე მარცხი იყო ევროლიგაზე. 18 მარტს მოსკოველები რეალს მადრიდში დაუპირისპირდებიან.