შენგელიას ორმაგმა დუბლმა მოსკოვში ცსკა-სთან არ იკმარა

შენგელიას ორმაგმა დუბლმა მოსკოვში ცსკა-სთან არ იკმარა

 თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა და ქართველი კალათბურთელის ორმაგი დუბლის მიუხედავად, 86:93 დამარცხდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:59 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ჯეისონ გრეინჯერის მსგავსად, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ურუგვაელმა უკანახაზელმა 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 25 ქულა მოაგროვა, მასპინძელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანები კი ამერიკელი უილ კლაიბერნი (19) და ესპანელი სერხიო როდრიგესი (17) იყვნენ.

“ბასკონიამ” 10 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 1 მარტს, შინ, რუსეთს კიდევ ერთ წარმომადგენელ “ხიმკისთან” გამართავს.