შენგელიას “პეპინსტერი” მიწაზე დაეშვა

შენგელიას “პეპინსტერი” მიწაზე დაეშვა

თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“ ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში ლიდერი „შარლერუა“ სენსაციურად დაამარცხა, გუშინ კი სტუმრად ცხრილში მის ქვემოთ მყოფ „ლიეჟთან“ წააგო – 70:81.
 
ამ გამარჯვებით „ლიეჟი“ „პეპინსტერს“ მოგებ–წაგებებით გაუთანაბრდა, თუმც ბურთების შეფარდებით ცხრილში შენგელიას გუნდის წინაა და მე–6 ადგილზე იმყოფება.
 
ქართველმა ლეგიონერმა „ლიეჟთან“ მხოლოდ 12 წუთს ითამაშა და 2 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. შენგელიამ 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო.
 
მომდევნო შეხვედრას „პეპინსტერი“ 27 აპრილს შინ „ანტვერპენთან“ ჩაატარებს.