ბელგიის ჩემპიონატში საოცარი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას “პეპინსტერმა”. ქართველი ფორვარდის გუნდმა ჩემპიონატის უპირობო ლიდერი “შარლერუა” 85:80 დაამარცხა.
“შარლერუა” ბელგიაში ისე, როგორც იტალიაში “მონტეპასი”. შარლერუელები მეოორეზე მყოფ “ოლსტარს” ამ ტურამდე მთელი 5 ქულით უგებდნენ. მორიგ ტურში კი “პეპინსტრმა” მოახერხა ქვეყნის ლიდერის დამარცხება დ ამაში ქართველ ლეგიონერსაც მიუძღვის თავისი წვლილი.
შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. თორნიკემ 5-ჯერ შეუტია შარლერუელთა კალათს და 2 ჩააგდო, შესაბამისად 4 ქულა დაგროვა და ამას 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. შენგელიამ 4 პერსონალური მიიღო, მასზე კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
გამარჯვებულ პეპინსტერელებს ამერიკელმა ლეგიონერმა – დომინიკ უოტერსმა ულიდერა 26 ქულით. “პეპინსტერი”, რომელიც პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, ამ გამარჯვების შემდეგ ცხრილში ერთი სფეხურით დაწინაურდა და ახლა მე-6 ადგილზე იმყოფება.
უტევს თორნიკე შენგელია