შენგელიას პირადი რეკორდი ევროლიგაში და მორიგი MVP-ის ტიტული

შენგელიას პირადი რეკორდი ევროლიგაში და მორიგი MVP-ის ტიტული

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით “ბასკონიამ” ევროლიგაში მოსკოვის “ხიმკი” 87:77 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა ევროლიგის პირადსარეკორდო 15 მოხსნა მიითვალა, რასაც 15 ქულაც მოაყოლა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა. 

ამასთან ერტად, რეალური შანი არსებობს, რომ შენგელიამ ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის დაისაკუთროს. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 ერთეული შეადგინა, რაც გუშინდელი 4 მატჩის ჯამში საუკეთესო შედეგია და თუკი დღეს გასამართ 4 მატჩში მას ვერავინ გადააბიჯებს, ქართველი კალათურთელი ტურის საუკეთესოდ დასახელდება.

შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15 ქულა, 15 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ჯარიმა არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. 

“ბასკონიამ” 11 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე დარჩა, თუმცა კი, საპლეიოფო მე-8 პოზიციაზე მყოფ “მაკაბის” ერთადერთი გამრჯვებითღა ჩამორჩება. 24-ე ტურში თელ ავიველები ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს დაუხვდნენ და 73:93 წააგეს.

შენგელიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, სტუმრად, ესპანურსავე “ვალენსიასთან” ჩაატარებს, “მაკაბი” კი სტამბულში “ანადოლუ ეფესს” ესტუმრება. დღეს ევროლიგაშ მეორე ქართველი ითამაშებს: გიორგი შერმადინის “უნიკახა” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” შეხვდება.