შენგელიას შანსი: გამოკითხვა თვის ბოლომდე გაგრძელდება

შენგელიას შანსი: გამოკითხვა თვის ბოლომდე გაგრძელდება

ფიბა-ევროპამ 20 წლის ქართველი წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში ჩართო. ფიბა–ევროპის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, სადაც შენგელია კონტინენტის ყველაწე წარმატებული კალათბურთელების გვერდითაა და მისთვის მხარდაჭერა ნებისმიერ ქომაგს შეუძლია.
ხმის მიცემის პროცედურა ასეთია: შევდივართ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, სადაც 10 კანდიდატია ჩამოწერილი. მოვნიშნავთ 3 კალათბურთელს, რომლებსაც შეხედულებისამებრ მივანიჭებთ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს. გვერდის ბოლოში ჩაწერთ საკუთარ სახელს, გვარს და ელექტრონული ფოსტის მისამართს. თითო IP მისამართიდან ხმის მიცემა დღეში ერთხელ შეიძლება.
http://www.fibaeurope.com/cid_xomKo3xWHM2Kq1C8NQLzi2.html

ამ ფოტოზე მოცემულია, თუ როგორ უნდა მონიშნოთ და შესაბამისი ადგილი მიანიჭოთ სასურველ კანდიდატებს. ამ შემთხვევაში ჩემი არჩევანი ასეთია:
I ადგილი – თორნიკე შენგელია
II ადგილი – დარიო დაშიჩი
III ადგილი – იონას ვალანჩიუნასი
გთხოვთ, იაქტიუროთ და ყოველდღიურად მხარი დაუჭიროთ თორნიკე შენგელიას!!!
გამოკითხვა თვის ბოლომდე გაგრძელდება