შენგელიას ტრავმის მოშუშებას 3 თვე დასჭირდება

შენგელიას ტრავმის მოშუშებას 3 თვე დასჭირდება

სამწუხარო ამბავი გაახმაურა “ბასკონიას” ხორვატმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა, როცა მას სტამბოლში, ევროლიგის მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიას შესახებ დაეკითხნენ. პერასოვიჩმა ჟრნალისტებს უპასუხა, რომ უკეთეს შემთხვევაში, ქართველი 3 თვეში შეძლებს მოედანზე გასვლას.

თავდაპირველი ვერსიით, ქართველ კალათბურთელს მხოლოდ 3-4 კვირა იძულებით უქმობა ელოდა, ახლა კი, როგორც სჩანს, სიტუაცია დამძიმდა. შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესაში მადრიდის “რეალთან” მატჩში დაშავდა და ახალი ვითარების თანახმად, ფაქტობრივად, ევროლიგის მთელს რეგულარულ სეზონს გამოტოვებს.