შენგელიას ვირტუსმა ფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

შენგელიას ვირტუსმა ფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიაში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ჩამორჩენა შეამცირა. სერიის საწყისი ორი მატჩი მილანში გაიმართა და ამავე სახელწოდების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მესამე შეხვედრას ბოლონიამ უმასპინძლა და ამჯერად მოგება მასპინძლებს დარჩათ – 69:61.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 4 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პერიმეტრიდან 3-ჯერ არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტანციიდან კი 3-იდან 2 ჩააგდო. ბურთი 9-ჯერ მოხსნა.

ვირტუსისშემადგენლობაში გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა, ჰაკეტმა 13 ქულა ჩააგდო, ტეოდოშიჩმა – 12.

სერიის მეოთხე მატჩი ისევ ბოლონიაში 16 ივნისს გაიმართება.