შენგელიასთვის სეზონი უპლეიოფოდ დასრულდა

შენგელიასთვის სეზონი უპლეიოფოდ დასრულდა

წარუმატებელი გამოდგა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური თორნიკე შენგელიას „პეპინსტერისთვის“. ვერვიერსელები გადამწყვეტ მატჩში პლეი ოფის გასვლისთვის უშუალო კონკურენტ „სტელა არტუას“ ხვდნებოდნენ. რომელი გუნდის იმარჯვებდა, საგზურიც მას რჩებოდა. ასეთი პრინციპული მატჩი წააგეს პეპინსტერელებმა – 67:71.
 
შეხვედრა მეტად უცნაურად წარიმართა. პეპინსტერელებმა პირველი მეოთხედი 4:15 წააგეს, თუმცა, მომდევნო ათწუთეულებში სტუმრებზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და 7 ქულითაც დაწინაურდნენ. სამწუხაროდ, დასკვნით მეოთხედში “პეპინსტერი” 11:22 დამარცხდა და საბოლოოდ შეხვედრაც დათმო.
 
შენგელიამ 14 წუთს ითამაშა და 3 ქულასა და 3 მოხსნას დასჯერდა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი სამჯერ დაკარგა, სამი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაარღვიეს.
 
შენგელიასთვის სეზონი დასრულებულია. თორნიკეს ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უწევს თამაში, შემდეგ კი მას ეროვნულ ნაკრებშიც ელიან.