ვლადიმერ ბოისა და გიორგი შერმადინი სეზონის მეორე ტიტულთან ახლოს არიან. ლიუბლიანის „ოლიმპიაში“ მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 თვის წინ სლოვენიის თასი მოიგეს, ახლა კი ადრიატიკის ლიგის ფინალში გავიდნენ და თასის მოსაგებად სერბული „პარტიზანის“ დამარცხება მართებთ.
ადრიატიკის ლიგის ოთხთა ფინალს ლიუბლიანა მასპიძლობს. ნახევარფინალები 19 აპრილს გაიმართა. „პარტიზანმა“ „ბუდუჩნოსტი“ 62:58 დაამარცხა, რის შემდეგაც ჩვენთვის საინტერესო მატჩი გაიმართა ორ სლოვენურ გუნდს – „ოლიმპიასა“ და „კრკას“ შორის.
ვლადიმერ ბოისა ხუთეულში იყო, შერმადინი კი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში. ბოისამ მოედანზე 24 წუთი გაატარა და ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული. მან საბოლოოდ 1 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ბოისამ 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი არაზუსტად შეასრულა.
შერმადიმი მოედანზე 16,30 წუთს იმყოფებოდა და შეტევაში შედარებით აქტიური იყო. გიორგიმ 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 3–დან 2 ორქულიანი ჩააგდი, რასაც 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა.
პირველი ტაიმი ქულა–ქულაში მიმდინარეობდა, თუმც მესამე მეოთხედის შუაში გიორგი შერმადინის ორქულიანის შემდეგ, რასაც ქართველმა ცენტრმა 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა, ლიუბლიანელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპივეს – 45:32. დარჩენილ დროში „ოლიმპიამ“ იოლად შეინარჩუნა მოპოვებული ლიდერობა და საბოლოოდ 67:57 გაიმარჯვა.
როგორც გითხარით, მეორე ნახევარფინალში „პარტიზანმა“ იმარჯვა, რომელსაც ადრიატიკის ლიგის ბოლო 3 გათამაშების გამარჯვებულია და ლიუბლიანაში მორიგი ტიტულის მოგება უნდა. ფინალური შერკინება 21 აპრილს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთიდან დაიწყება,