გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა სლოვენიის თასის მფლობელები არიან. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე კალათბურთელმა თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში. ფინალურ შეხვედრაში ქართველების „ოლიმპიამ“ „ჰელიოსი“ 92:55 გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიამ” ნახევარფინალში “ზლატოროგს” 85:73 სძლია და მაშინ შერმადინი ორმაგი დუბლით (17 ქულა, 10 მოხსნა) მატჩი საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგიმ ფინალშიც იგივე გააკეთა და დომზალეს “ჰელიოსთან” მოგებულ შეხვედრაში თანაგუნდელთა შორის საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი დაუგროვდა – 23.
გიორგი შერმადინმა მოედანზე გატარებულ 21:53 წუთში 4 ორქულიანი და 4 საჯარიმო სტყორცნა და არცერთი აუცილებია, 12 ქულას კი 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა. ყველაფერმა ამან მთლიანობაში დანარჩენი ოლიმპიელები მონაგარი გადაფარა.
ოლიმპიელთა შორის 10-ქულიან ზღვარს ოზბოლტმა (14), ილიევსკიმ (12), იაგოდნიკმა (11) და მურიჩმაც (10) უწიეს, ბოისამ კი 15:29 წუთს ითამაშა და 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა. ვოვას მონაგარი 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი იყო.
თასის მოგების შანსი ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“, მაგრამ მისი მეტოქე იტალიის ყველაზე უძეველი გუნდი „სიენა“ იყო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოინდომა, „კანტუ“ თასს მაინც ვერ შესწვდა. კანტუელები პირველი ტაიმის შემდეგ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 7 ქულით – 72:79 დამარცხდნენ.
მანუჩარ მარკოიშვილმა 15 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 2–ჯერ შეუტია საშუალო მანძილიდან და ორჯერვე ააცილა, თუმცა 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს იყო.