შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის MVP გახდა

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის MVP გახდა

გიორგი შერმადინი ესპანეთში კიდევ ერთხელ აღიარეს – 37-ე ტურში ყოფილ კლუბ „სარაგოსასთან“ ეფექტური თამაშისა და გამარჯვების შემდეგ ის ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტურის MVP-ად (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა „სარაგოსა“ სტუმრად 91:60 დაამარცხეს. 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო, 20 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტით (31) არა მხოლოდ მატჩში ტურში ყველას აჯობა.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გიომ 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 ჰქონდა. ასეთი მაჩვენებლებით იგი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა