ლიუბლიანის „ოლიმპია“, რომელშიც საქართველოს ნაკრების 2 წევრი თამაშობს, სლოვენიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლიუბლიანელებმა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც, ამჯერად სტუმრად მოუგეს „ჰელიოსს“ და საჩემპიონო სერიაში თამაშის უფლება მოიპოვეს. შეხვედრა ოლიმპიელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით – 81:73 დასრულდა.
თუკი წინა მატჩში ვლადიმერ ბოისამ იყოჩაღა, ხოლო გიორგი შერმადინი შედარებით ინერტული იყო, ახლა პირიქით მოხდა. ბოისამ მოედანზე 6,14 წუთი გაატარა და ერთადერთი ორქულინი ააცილა. მისი მონაგარი 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრაა. შერმადინმა 20,37 წუთი ითამაშა და თამაშიდან ნასროლიხუთივე ორქულიანი ჩააგდო, რასაც 4 ცდიდან 3 ჩაგდებული საჯარიმოც მოაყოლა და შეხვედრა 13 ქულით, 6 მოხსნით, 2 პასით და 2 ჩაჭრით დაასრულა. შერმადინი შედეგიანობის საერთო კოეციფიენტით (19) თავის გუნდში მხოლოდ საშო ოზბოლტს (23) ჩამორჩა.
მეორე ნახევარფინალური სერიაც წუხელ დასრულდა. რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა „კრკამ“ „ზლატოროგი“ სტუმრადაც დაამარცხა და ფინალში გავიდა. „ოლიმპიასა“ და „კრკას“ ფინალური სერია, სადაც მოედნის უპირატესობა ამ უკანასკნელს აქვს, 2 ივნისს დაიწყება. პირველი მატჩი ნოვო მესტოში გაიმართება.