შერმადინი ორმაგი დუბლის ზღვარზე, პულენი – მატჩის საუკეთესო

შერმადინი ორმაგი დუბლის ზღვარზე, პულენი – მატჩის საუკეთესო

ისრაელში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრების წარმატება. გიორგი შერმადინისა და ჯეიკობ პულენის გუნდებმა იმარჯვეს, თანაც ისე, რომე ორივე კალათბურთელი თავიანთ გუნდებში გამორჩეულები იყვნენ.
დავიწყოთ შერმადინით, რომლის „მაკაბიც“ ჰაიფაში მოსახელე გუნდს ხვდებოდა. თელავიველებმა წინა ტურში შინ „რიშონთან“ მოულოდნელი მარცხი განიცადეს და ჰაიფაში რეაბილიტაციის სურვილით ჩავიდნენ, რაც გამოუვიდათ კიდეც. შერმადინის გუნდმა მეტოქე 87:67 დაამარცხა, რაშიც თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

შერმადინს ჰაიფაში ორი მეურვეც ვერ აჩერებდა
შერმადინი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მთლიანობაში 22 წუთი ითამაშა. ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ სათადარიგოებმა ჯამში უფრო მეტი დრო გაატარეს მოედანზე, ვიდრე სასტარტოებმა. მაგალითად შერმადინმა ხუთეულის ყველა წევრზე მეტ ხანს ითამაშამოედანზე მყოფთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით იგი თავის გუნდში დევიდ ლოგანის შემდეგ მეორე იყო.
შერმადინმა 6–დან 5 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და თავი 11 ქულას მოუყარა. ქართველმა ცენტრმა ასევე 8 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა, ბურთიც ერთხელ დაკარგა და მეტოქემაც ერთხელ დაუფარა.
3 მოგებითა და 1 მარცხით თელ ავივის „მაკაბი“ ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმა“, რომელმაც სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. იერუსალიმურმა გუნდმა აშდოდის „მაკაბის“ უმასპინძა და დამაჯერებელი სხვაობით – 90:71 გაიმარჯვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი გახდა. პულენმა, რომელიც სასტარტო იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა, 21 ქულას და 2 პასს მოუყარა. ჯეიკობმა თავი შორი სროლებით გამოიჩინა. მისი 6 სამქულიანიდან მიზანს 5–მა მიაღწია. პულენმა ასევე 3–დან 1 ორიანი და 6–დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მომდევნო ტურში 11 ნოემბერს გაიმართება: შერმადინის გუნდი გალილეის „გილბოას“ შეხვდება, ხოლო პულენის „ჰაპოელი“ ჰაშარონში „ბნეის“ დაუპირისპირდება.